Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

პროექტების მართვის ტრენინგი საჯარო სამსახურის ბიუროში

icon 18 ოქტ 2019

დაძმობილების პროექტის ფარგლებში გრძელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრები და გამოცდილების გაზიარების პროცესი.

 

16-18 ოქტომბერს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები პროექტების მართვის საკითხებში გადამზადდნენ. 3-დღიან ტრენინგს ლიეტუველი ექსპერტი, ევროპის სოციალური ფონდის კომუნიკაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ინდრია ასკელოვიჩიენე უძღვებოდა.

 

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა PCM (პროექტის ციკლის მართვის) კომპონენტზე, რომელიც ევროკომისიის მიერ 1992 წელს იქნა დამტკიცებული. ექსპერტმა კოლეგებთან ისაუბრა მოკლევადიანი პროექტების მართვის მნიშვნელობაზე გრძელვადიანი სტრატეგიის ჭრილში. საუბარი შეეხო პროექტის ორგანიზების, კონტროლისა და ჩართული მხარეების პრიორიტეტიზაციის საკითხებსაც.

 

შეხვედრებზე ბიუროს თანამშრომლები ასევე გაეცნენ ლიეტუვას გამოცდილებას პროექტების მართვის საკითხებში, როგორც კერძო სექტორში ისე საჯარო სამსახურებში.

 

ტრენინგი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის და მას ევროკავშირი აფინანსებს.

გამოგადგათ ინფორმაცია