Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

პრეზენტაცია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ფარგლებში

icon 08 აგვ 2014

2014 წლის 6 აგვისტოს, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ქალბატონი ეკატერინე ქარდავა, USAID დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის წარმომადგენლები, სხვადასხვა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები და ექსპერტები.

პრეზენტაციას უძღვებოდა კანადელი ექსპერტი როი ემპერინგჰემი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჯარო სამსახურში კლასიფიკაციის სისტემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციური შეფასების საკითხებზე და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

პრეზენტაცია თემატიკის აქტიური განხილვისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და მხარს უჭერს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

გამოგადგათ ინფორმაცია