Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

მოხელეთა ფორუმის მესამე შეხვედრა თემაზე - „ინოვაციები საჯარო მმართველობის სფეროში“

icon 24 აპრ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 24 აპრილს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების კუთხით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რიგით მესამე ფორუმი თემაზე - „ინოვაციები  საჯარო მმართველობის სფეროში“ - დისტანციურად გამართა. ფორუმს უძღვებოდა ინოვაციების სპეციალისტი ხათუნა სანდროშვილი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ავტორიზებული პლატფორმის  მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით წარიმართა.

ფორუმის მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა. მან ისაუბრა აღნიშნული ფორმატით გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP)  მხარდაჭერისთვის. ეკატერინე ქარდავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოხელის როლზე საჯარო სამსახურში ინოვაციებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვის პროცესში.

მოხელეთა პირველი ფორუმი 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. აღნიშნული ფორმატით ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

საჯარო მოხელეთა ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები