Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

მონღოლური დელეგაცია ელექტრონული მმართველობის ქართულ გამოცდილებას გაეცნობა

icon 20 მაი 2019

საჯარო სამსახურის ბიურომ მონღოლურ დელეგაციას უმასპინძლა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე დელეგაციას, რომელიც წარმოდგენილია მონღოლეთის სხვადასხვა უწყებების საჯარო მოხელეებისგან, გაუზიარებს თავის გამოცდილებას ელექტრონული მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამით, დელეგაციის წევრები გაეცნობიან ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის და ელექტრონული მმართველობის საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების მუშაობის სპეციფიკასაც.

დელეგაციასთან შეხვედრისას საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მზადყოფნა გამოხატა ქართულ და მონღოლურ მხარეებს შორის სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

პროექტი საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად აგრძელებს უცხოელი პარტნიორებისა და სტუმრების მიღებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ტრენინგების ჩატარებისა თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია