Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

მენტორინგი და ქოუჩინგი საჯარო სამსახურში

icon 01 ნოე 2019

მენტორინგი და ქოუჩინგი - რამდენად რეალური და შესაძლებელია ამ ორი მექანიზმის დანერგვა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში და რა შედეგებს მოიტანს ის საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების კუთხით. დისკუსია აღნიშნულ თემაზე წარიმართა შეხვედრაზე, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით შედგა.

 

შეხვედრაზე, ბიუროს მიერ მოწვეული ექსპერტის პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მოცემულია ავტორისეული შეფასება სამინისტროებში მენტორინგისა და ქოუჩინგის პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით და აღწერს საერთაშორისო პრაქტიკას.

 

პირველადი მოკვლევა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - “საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა.

 

ღონისძიებას სხვადასვხა საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოგადგათ ინფორმაცია