ადამიანური რესურსების მართვა
კორპორატიული სემინარი ყაზბეგში
2014 წლის 19-20 ივლისს, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კორპორატიულ სემინარზე, რომელიც ჩატარდა ყაზბეგში.
სემინარის მიზანი იყო საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების ეფექტური სისტემის შერჩევა. შეხვედრის ფარგლებში გაიწერა საჯარო სამსახურის ბიუროს მისია, მიზნები და ამოცანები, რომლებიც უნდა შესრულდეს საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით.
ბიუროს სახელით გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის.
გამოგადგათ ინფორმაცია