Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

კავკასიის უნივერსიტეტსა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

icon 14 ივლ 2023

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივით და CU-ის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 2023 წლის 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტების პრაქტიკის/სტაჟირების გავლაში ხელშეწყობას და მათი დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი კომპეტენციების განვითარებას,  ასევე, ბიუროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.

მემორანდუმის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის დამყარდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცისა და საჯარო სექტორის განვითარებას.

გამოგადგათ ინფორმაცია