საჯარო სამსახურის რეფორმა
საჯარო სამსახურის რეფორმა
დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-6 შეხვედრა
31 იანვარს გაიმართა დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი, რიგით მე-6 შეხვედრა.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში განვლილი პერიოდი, ამ ხნის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განსაზღვრეს თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები 2020 წლისათვის.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
გამოგადგათ ინფორმაცია
მსგავსი გვერდები
საჯარო სამსახურის რეფორმა