დასრულდა საჯარო მოხელეთა ტრენინგები ლიდერულ უნარებში
საჯარო მოხელეთა ტრენინგები ლიდერულ უნარებში წარმატებით დასრულდა. სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეები ლიდერული უნარების ტრეინინგს დაესწრნენ, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრეინინგების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში შედიოდა შემდეგი საკითხები: ლიდერობის არსი (ძირითადი განმარტებები), უმთავრესი თეორიები (ლიდერობა და მენეჯმენტი), მენეჯერული ფუნქციები და როლი ძალაუფლებისა და ზეგავლენის საკითხებში, უფლებების დელეგირება, ინოვაციები და სხვა. ტრეინინგ კურსს უძღვებოდა CTC-ის ტრენერი, ქალბატონი თამარ ცირეკიძე-ვორისეკი.
საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო მოხელეთა გადამზადების ციკლს მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს. რაც ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლებას საჯარო სექტორში. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება უახლოეს მომავალშიც იგეგმება.