ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ფორუმზე ბიურომ 2 ელექტრონული პორტალი წარადგინა
2015 წლის 6 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში, სადაც წარადგინა 2 ელექტრონული პორტალი:
- HR.gov.ge-ელექტრონული პორტალი რომელზეც განთავსებულია საჯარო სამსახურის სფეროში არსებული ყველა ვაკანსია;
- Stajireba.gov.ge-სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.
ფორუმში ბიუროს მონაწილეობის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო სამსახურში დასაქმებისა და სტაჟირების გავლის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ფორუმში მონაწილეობას იღებდა კერძო და საჯარო სექტორის 40-ზე მეტი ორგანიზაცია და 600-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული.
გამოგადგათ ინფორმაცია