Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

გაიმართა შეხვედრა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში ფუნქციური ანალიზის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

icon 09 ივლ 2015

2015 წლის 9 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში ფუნქციური ანალიზის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ფუნქციური ანალიზის განხორციელება სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს "საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის #627 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად ეთხოვათ, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.

შეხვედრის ფარგლებში საჯარო უწყებების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირებისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის მოხდა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული ფუნქციური ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიის და სამოქმედო გეგმის გაცნობა.

ღონისძიების მსვლელობისას ხაზი გაესვა ფუნქციური ანალიზის განხორციელების პროცესში უშუალოდ საჯარო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობასა და პროცესის მეთოდოლოგიას.

გამოგადგათ ინფორმაცია