Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

გაიმართა ფორუმი თემაზე „გმირები და ანტიგმირები“

icon 16 აპრ 2021

16 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა ფორუმი გამართა თემაზე „გმირები და ანტიგმირები“. ფორუმს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი გიორგი მაისურაძე.

„საზოგადოება არ არსებობს გმირების გარეშე, გმირები ასახავენ იმ იდეალებს, რომელიც ყველა ქვეყანას და ყველა ეპოქას აქვს“ - ამ სიტყვებით გახსნა ფორუმი მომხსენებელმა გიორგი მაისურაძემ. მან ისაუბრა უძველესი ეპოსის ყველაზე დიდი გმირის იდეალზე, თანამედროვე გმირებზე, გმირების აღქმაზე და მათი უკვდავყოფის ფორმებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებელმა მოიყვანა გმირის ანტიგმირად ქცევის მაგალითები. სპიკერმა ფორუმი დაასრულა პოსტჰეროიკულ სამყაროზე საუბრით, როდესაც გმირობა აღარ არის უმაღლესი იდეალი.

ფორუმი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ჩართულობით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას 100-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა.

საჯარო სამსახურის ბიურო კვლავ გეგმავს ფორუმების ორგანიზებას სხვადასხვა თემებზე, მოხელეთა შორის კომუნიკაცის გაძლიერებისა და საჯარო სამსახურის უწყვეტი განვითარებისთვის.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია