გაიმართა ტრენინგი თემაზე „მამხილებლის ინსტიტუტი - საკანონმდებლო მოწესრიგება და საჯარო სამსახურის პრაქტიკა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "მამხილებლის ინსტიტუტი - საკანონმდებლო მოწერსიგება და საჯარო სამსახურის პრაქტიკა".
ტრენინგს უძღვებოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, პროფესორი პაატა ტურავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "IDFI"-ის წარმომადგენლები - ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. განხილულ იქნა მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგის ფარგლებში ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა მონაწილეებს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია გააცნო.
აღნიშნული ტრენინგი თბილისში ჩატარდა 2014 წლის 7-8 აგვისტოს, ხოლო, ბათუმში, 14-15 აგვისტოს და მასზე წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების, იურიდიული და შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.