გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
2014 წლის 19 დეკემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელიც 2013-2014 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავებისა და დამტკიცების საკითხს. ასევე, წარდგენილ იქნა ბიუროს ინიციატივით შემუშავებული "საჯარო დაწესებულებებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრაქტიკული სახელმძღვანელო", საჯარო სამსახურში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ამსახველი კვლევების კრებული და ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მესამე ნაწილი.
ღონისძიება გაიმართა ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისისა და მისი პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით.