Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მეორე შეხვედრა თემაზე ,,კომუნიკაცია და უკუკავშირი“

icon 10 ნოე 2020

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საჯარო სამსახურის ბიურომ 9 ნოემბერს უმასპინძლა მეორე ფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის.

ფორუმის თემა იყო ,,კომუნიკაცია და უკუკავშირი“, რომელსაც უძღვებოდა კომუნიკაციის ექსპერტი ნათია გოცაძე.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთათვის დისტანციურ რეჟიმში გამართული შეხვედრების აქტუალობას. მან ასევე, ისაუბრა  კომუნიკაციის, როგორც ორგანიზაციული კულტურის ნაწილის მნიშვნელობაზე. შესავალი სიტყვის ბოლოს ბიუროს უფროსმა მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის.

კომუნიკაციის ექსპერტმა ნათია გოცაძემ ფორუმზე ისაუბრა კომუნიკაციის, როგორც სისტემის საფუძვლებზე, მის მნიშვნელობასა და მიზნებზე. მომხსენებელმა საჯარო მოხელეებს გააცნო კომუნიკაციის სტილის, უკუკავშირისა და კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მიდგომები.

მოხელეთა ფორუმი შეიქნა საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე უმასპინძლა 21 ფორუმს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ოთხი ფორუმი მიმდინარეობს GIZ-ის პროგრამის ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია