საჯარო სამსახურის რეფორმა
საჯარო სამსახურის განვითარება
საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და პრიორიტეტები წარმოადგენს საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილს. საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო, რომლის მიზანიც იყო მერიტოკრატულ პრინციპზე დამყარებული, ეფექტიანი და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რათა უზრუნველყოფილიყო პროფესიონალიზმის ხელშეწყობა და დაფასება. აღნიშნული რეფორმის ამოცანა იყო პოლიტიკისა და პოლიტიკური ცვლილებებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის შექმნა, საჯარო დაწესებულების როგორც ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების დამკვიდრება და პროფესიული საჯარო მოხელის გარანტიების უზრუნველყოფა.
ინსტიტუციური მოწყობა