Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების მართვა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს და არეგულირებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ძირითად მიმართულებებს.

 

კანონით განსაზღვრულია, რომ ყველა საჯარო დაწესებულებაში იქმნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, რომელიც შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ან ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოხელის სახით.

 

კანონის მიხედვით, საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეულები მონაწილეობენ დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და აღნიშნულზე დაფუძნებით ქმნიან ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას, შესაბამის სამოქმედო გეგმას და პასუხისმგებელი არიან  სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაზე. ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში საჯარო უწყებების შესაბამის ერთეულებთან თანამშრომლობს და მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სამსახურის ბიურო.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის აღსრულებასთან, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებასა და ამ მიმართულებით საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგსა და კოორდინაციასთან. გარდა ამისა, თავისი ფუნქციების განხორციელების ფარგლებში ბიურო მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს და იქ დასაქმებულ მოხელეებს რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავებით, ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებით, რაც ხელს უწყობს თითოეული მოხელის რეფორმის პროცესში ჩართულობას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

 

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების მიზნით, ბიურო:

  • საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაძლიერებას, ერთიანი მიდგომების დანერგვასა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესების სტანდარტიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაციფრულებას.

  • უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას/გამართვას. აღნიშნული მიმართულებით არსებული სიახლეების შესწავლას, სისტემების განვითარების გზების მოძიებასა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავებას.

  • საჯარო დაწესებულებებს, საჯარო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებს უწევს მეთოდური დახმარებას/კონსულტირებას საჯარო სამსახურში დასაქმებასთან და ადამიანური რესურსების მართვის პროცესებთან დაკავშირებით, შეიმუშავებს სარეკომენდაციო დოკუმენტაციას, ინსტრუმენტებსა და ინსტრუქციებს.

  • ხელს უწყობს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვისა და სამუშაო ძალის დაგეგმვა-პროგნოზირების პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით საჯარო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას.

  • ქმნის შესაბამის ინფრაქტრუქტურას, მეთოდოლოგიებსა და ინსტრუმენტებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების ანალიტიკის გაუმჯობესებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის, მონაცემების შეგროვება-ანალიზის, მონაცემთა ბაზების სრულყოფის და ორაგნიზაციული კვლევების პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.  

  • უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში მუდმივ პროფესიულ განვითარებას საჭიროებებზე მორგებული სისტემის, სწავლების ფორმალური და არაფორმალური მეთოდების დანერგვას, საჯარო სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული სწავლების ეფექტიანობის შეფასებასა და ანალიზს, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ერთიანი ელექტრონული სისტემის განვითარების გზით.