საჯარო სამსახურის სისტემა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის ცნების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ საჯარო მმართველობას და განსაზღვრავს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების სამართლებრივ სტატუსს. საჯარო მმართველობა, როგორც ფუნქცია, ხორციელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ. აღნიშნულ ორგანოებში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირები არიან საჯარო მოსამსახურეები. მათი სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფერო. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არის ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი.