Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

ბიუროს საქმიანობა

ზოგადი ინფორმაცია

საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობა უკავშირდება საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ემსახურება ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად საჯარო სამსახურის მოწყობის მიზანს.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბიუროს კომპეტენციაში შედის საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია, მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და სხვა მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერება და პროფესიონალიზმის ზრდა,  საჯარო დაწესებულებების მეთოდური მხარდაჭერა საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით.

 

საჯარო სამსახურის ბიურო ადმინისტრირებას უწევს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე, რათ უფრო მოქნილი, ტექნიკურად გამართული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გახდეს:

 

  • HR.gov.ge – ვებგვერდის მეშვეობით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.
    ეს არის ერთადერთი გზა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და საჯარო სამსახურში კარიერის დასაწყებად. საჯარო სამსახურის ბიურო ადმინისტრირებას უწევს ვებგვერდზე ვაკანსიების განთავსებას. კონკურსის გამოცხადების ეტაპზე ბიურო ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. ასევე, მიმართვის საფუძველზე ამოწმებს კანდიდატის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

  • eLearning.csb.gov.geერთიანი ელექტრონული სასაწავლო პლატფორმა, რომელიც მომზადდა Moodle-ის ბაზაზე და შესაძლებლობას აძლევს საჯარო მოხელეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაიარონ ტრენინგ-პროვაიდერების მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები.

  • eHRMS - ადამიანური რესურესების მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზას. მისი მიზანია, შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და გარკვეული პროცესების ავტომატიზებას.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის კანონმდებლობა: