Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

საჯარო სამსახურის რეფორმა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხორციელდება საჯარო მმართველობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმა.

საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების სტრატეგიული ხედვა განსაზღვრულია ასევე „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“ სტრატეგიულ დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, რეფორმის მიზანია ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც დამსახურების პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.

საჯარო სამსახურის რეფორმის სახელმძღვანელო დოკუმენტი – საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია – დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №627 დადგენილებით. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შინაარსი დაფუძნებულია პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დანერგვაზე და გულისხმობს, ისეთი რეგულაციების შემოღებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პოლიტიკური გავლენისაგან საჯარო სამსახურის გათავისუფლება და სამართლიანი კარიერული ზრდის სისტემის ფორმირება.

ამასთანავე, რეფორმის კონცეფციით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ათი კატეგორია, რომლებიც ეფუძნება ევროკავშირის კატეგორიზაციის სისტემას, რეფორმის ინიციატივებისთვის ამომწურავი ჩამონათვალის შეთავაზების მიზნით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი დაეფუძნა სწორედ ამ ათ მიმართულებას.

2014-2015 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის მიმართულებით. დამტკიცდა სამოქმედო გეგმა და აღებულ იქნა მთელი რიგი რეფორმატორული ვალდებულებები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე.



საჯარო სამსახურის ბიუროს 2020-2021 წლების ინსტიტუციური სამოქმედო გეგმა

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია