Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის ეთიკა

ინსტიტუციური მოწყობა

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავდა „საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ შესახებ საქართველოს მთვარობის დადგენილების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის 20 აპრილს და ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.


ეთიკის კოდექსის უმთავრესი მიზანია ეთიკური გარემოს შექმნა საჯარო სამსახურის სისტემაში, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, საჯარო სამსახურისათვის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარების მიზნით და ხელს შეუწყობს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, კეთილსინდისიერი და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას.


ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთიკის საკითხებზე


2014 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს ტრენინგების ციკლს ეთიკისა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე.
ეთიკური და კეთილსინდისიერი პროფესიული გარემოს ჩამოყალიბებისა და ეთიკის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, მეტი საჯარო მოსამსახურის ჩართვის მიზნით, მომზადდა ელექტრონული სწავლების პლატფორმა.


ეთიკის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა:

  • საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო და გზამკვლევი.
  • საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების კომენტარები.
  • ინფორმაციული ხასიათის საკომუნიკაციო მასალები - ვიდეო რგოლი, ლიფლეტები, კალენდარი, და სხვ.

 

საჯარო სამსახურში ეთიკის საკითხებზე ერთიანი მიდგომების დამკვიდრებისა და საჯარო დაწესებულებებში ეთიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით, შექმნილია ეთიკის ფორუმი. იგი ტარდება წელიწადში ორჯერ და მასში მონაწილეობენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების შიდა აუდიტისა და ინსპექტირების, ასევე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლები.