ბიუროს საქმიანობა
საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობა უკავშირდება საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ემსახურება ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად საჯარო სამსახურის მოწყობის მიზანს.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბიუროს კომპეტენციაში შედის საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია, მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და სხვა მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერება და პროფესიონალიზმის ზრდა, საჯარო დაწესებულებების მეთოდური მხარდაჭერა საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით.
საჯარო სამსახურის ბიურო ადმინისტრირებას უწევს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე, რათ უფრო მოქნილი, ტექნიკურად გამართული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გახდეს:
- HR.gov.ge – ვებგვერდის მეშვეობით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.
ეს არის ერთადერთი გზა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და საჯარო სამსახურში კარიერის დასაწყებად. საჯარო სამსახურის ბიურო ადმინისტრირებას უწევს ვებგვერდზე ვაკანსიების განთავსებას. კონკურსის გამოცხადების ეტაპზე ბიურო ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. ასევე, მიმართვის საფუძველზე ამოწმებს კანდიდატის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. - eLearning.csb.gov.ge – ერთიანი ელექტრონული სასაწავლო პლატფორმა, რომელიც მომზადდა Moodle-ის ბაზაზე და შესაძლებლობას აძლევს საჯარო მოხელეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაიარონ ტრენინგ-პროვაიდერების მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები.
- eHRMS - ადამიანური რესურესების მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზას. მისი მიზანია, შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და გარკვეული პროცესების ავტომატიზებას.
საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის კანონმდებლობა:
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №290
- „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება