Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის ბიურო

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო არის საჯარო სამსახურის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყება, რომელიც მუშაობს საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობის სტანდარტიზებასა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის  განვითარებაზე.

 

საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებისთვის ბიურო აანალიზებს და ადგენს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის  სტანდარტებს და აფასებს არსებულ მდგომარეობას საკანონმდებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ასპექტში, ასევე, ზრუნავს საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის გასაუმჯობესებლად, ბიურო ადგენს ფუნქციური და ინსტიტუციური მოწყობის პრინციპებს და ახორციელებს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურებისა და ფუნქციების  შესაბამისობის ანალიზს.

 

საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის, სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, ბიურო შეიმუშავებს სამოქმედო სტანდარტებს და გასცემს რეკომენდაციებს, ასევე, მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს არსებული სტანდარტების ერთგვაროვანი შესრულებისთვის.