Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების შეფასება

ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევისა და განვითარების აქტივობების ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია, დაწესებულებამ შეაფასოს დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

პროფესიული განვითარების მოკლევადიან პერსპექტივაში შეფასება გულისხმობს მონაწილის მიერ სასწავლო პროცესის შეფასებას უშუალოდ მისი დასრულების შემდგომ. მონაწილეები კმაყოფილების კითხვარების საშუალებით აფიქსირებენ შეხედულებას პროგრამის რელევანტურობის, გარემოს კომფორტულობისა და ტრენერის პროფესიონალიზმის შესახებ.

 

შეფასება გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს პროფესიული განვითარების გავლენის შეფასებას მოხელის შესრულებულ სამუშაოზე, ე.წ. დაყოვნებულ უკუკავშირს. აღნიშნული მოიცავს გაზომვადი შეფასების ინდიკატორების წინასწარ ჩამოყალიბებას, რათა შეფასდეს სწავლების შედეგების გავლენა თანამშრომლის ქმედებისა და ქცევის დონეზე.

 

პროფესიული განვითარების პროცესში მრავალი მოქმედი პირი (აქტორი) უნდა იყოს ჩართული, როგორებიც არიან პროვაიდერები, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, მენეჯერები და თავად პროგრამის ბენეფიციარები. პროფესიული განვითარების პროგრამების შეფასების ეტაპი ჩართულ აქტორებს საშუალებას აძლევს გაზომონ პროგრამების გავლენის ხარისხი და იზრუნონ მათ შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც აუცილებელია საჯარო სამსახურში ეფექტური და ხარისხიანი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.