Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზი

ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული განვითარების ციკლის პირველ ეტაპს წარმოადგენს პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ორგანიზაციულ დონეზე.

 

ორგანიზაციული საჭიროებების დადგენა გულისხმობს, ორგანიზაციის სტრატეგიის, მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნების, სამოქმედო გეგმის შესწავლასა და ორგანიზაციის ძირითადი მიმართულების გამოკვეთას. ხოლო, თანამშრომლის დონეზე განვითარების საჭიროებების დადგენა გულისხმობს, არსებული ადამიანური კაპიტალის კომპეტენციების, ინტერესებისა და პოტენციალის შესწავლასა და გაანალიზებას.

 

საჯარო დაწესებულება პროფესიული განვითარების  საჭიროებებს განსაზღვრავს ყოველი წლის დასაწყისში. ასევე, აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილ პირს წლის ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის შესახებ.

 

პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზი კომპლექსური პროცესია, რომლიც მოიცავს საჭიროებათა იდენტიფიცირების, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და აქტივობების დაგეგმვის და საბოლოოდ კი, პროფესიული განვითარების გეგმის მომზადებისა და დამტკიცების ეტაპებს. შედეგად, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, ადგენს ამ საჯარო დაწესებულების მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმას, რომელიც უნდა აიტვირთოს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა.