Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაცია

ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო მოხელეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ეფექტიანობასა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

 

მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ექვემდებარება ხარისხის კონტროლს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოხელის პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, შესაძლებელია საჯარო დაწესებულების მოთხოვნით დაექვემდებაროს ხარისხის კონტროლს ცენტრის მიერ.

 

აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად იქმნება მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. ხოლო პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ვადა არის 5 წელი.