Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

ერთიანი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა

ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UKaid-ის მხარდაჭერით, ფუნქციონირებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა სწავლებისა  და განვითარების მიმართულებით - Elearning.csb.gov.ge. მოცემული პლატფორმა მომზადდა Moodle-ს ბაზაზე და შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და სხვა  დაინტერესებულ პირებს გაიარონ ტრენინგ პროვაიდერების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა კურსები.

 

ელექტრონული სასწავლო პლატფორმა გააერთიანებს ყველა იმ სავალდებულო არააკრედიტებულ პროგრამას, რომელიც საქართველოს მთავრობის N242 დადგენლებით არის მოწესრიგებული.

 

აღნიშნული პლატფორმა დაკავშირებულია eHRMS (ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა) ბაზასთან, რომლის საშუალებითაც ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა, მოხელეთა წლიური პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვის მიზნით. eHRMS-ის საშუალებით საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსის წარმომადგენლებს შეუძლიათ საჯარო მოხელეებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში დაამატონ ის ელექტრონული კურსები, რომლებიც მათთვის იქნება სავალდებულო და თავის მხრივ, საჯარო მოხელეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ აღნიშნული კურსების შესახებ ინფორმაციას.

 

ელექტრონული სასწავლო პლატფორმის ხარისხის კონტროლსა და ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო. ასევე, ბიურო აქტიურად მუშაობს მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრასა და პლატფორმის სამომავლო განვითარების იდეებზე.