Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

ბიუროს მისია და მიზნები

ზოგადი ინფორმაცია

საჯარო სამსახურის ბიუროს მისია

საჯარო სამსახურის ბიუროს მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლად, გამართულად და კანონის შესაბამისად ფუნქციონირებას, რაც საქართველოს საჯარო სამსახურს საუკეთესოდ აქცევს. საჯარო სამსახურის ბიუროს ხედვა უკავშირდება ისეთი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას, რომელსაც ენდობა მოქალაქე.

საჯარო სამსახურის ბიუროს ღირებულებები:

ბიუროს ძირითადი ღირებულებებია კეთილსინდისიერება, სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, მიუკერძოებლობა,  გამჭვირვალობა,  თანასწორობა და განვითარებაზე მუდმივი ორიენტაცია.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიზანი:

საჯარო სამსახურის ბიუროს უმთავრესი მიზანი, საჯარო სამსახურის სისტემის  გაუმჯობესება, თავის მხრივ, ეხმიანება ეროვნული სტრატეგიებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, როგორებიცაა: საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესება, საჯარო სამსახურში არსებული ადამიანური კაპიტალის განვითარება და მართვის ინსტრუმენტების დახვეწა; მიმზიდველი, ანგარიშვალდებული, ინოვაციური და პროფესიული საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება; ღია და ხელმისაწვდომი, ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება.