გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზისა და ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია
2017 წლის 15 ივნისს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზისა და საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში მოხდა პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური ანალიზი საქართველოში" შეჯამება, რომელიც საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფის" ჩართულობით განხორციელდა.
კონფერენციაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა წარმოადგინა პრეზენტაცია დეცენტრალიზაციის პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ACD) მხარდაჭერით განხორციელდა.
მისამართი: | |
ადგილმდებარეობა: | |
ორგანიზატორები: | |
დაწყების თარიღი: | 15.06.2017 00:00:00 |
დასრულების თარიღი: | 15.06.2017 00:00:00 |