საჯარო სამსახურის რეფორმა
22
ივლისი
საჯარო განხილვა აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 22 ივლისს, ქალაქ თბილისში, გაიმართა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტების მორიგი საჯარო განხილვა აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის.
აღნიშნული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.
მისამართი: | |
ადგილმდებარეობა: | |
ორგანიზატორები: | |
დაწყების თარიღი: | 22.07.2016 00:00:00 |
დასრულების თარიღი: | 22.07.2016 00:00:00 |
გამოგადგათ ინფორმაცია