სამუშაო შეხვედრა თემაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
მიმდინარე წლის 1-2 სექტემბერს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბორჯომში გაიმართა სამუშაო შეხვედრა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალ კანონთან დაკავშირებით.
შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის სიახლეები და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის უფროსი, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მისამართი: | |
ადგილმდებარეობა: | |
ორგანიზატორები: | |
დაწყების თარიღი: | 01.09.2017 00:00:00 |
დასრულების თარიღი: | 02.09.2017 00:00:00 |