კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ დადგენილების პროექტის პრეზენტაცია
14 მარტს, კონკურსისა და ატესტაციის წესების პროექტების განხილვის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) მიერ ინიცირებული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ საჯარო სამსახურის დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირები და იურისტები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კონკურსისა და ატესტაციის წესების პროექტების სრულყოფა და მათში პრაქტიკოსების მოსაზრებების ასახვა. მოგეხსენებათ, რომ კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესები განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, თუმცა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, აღნიშნული წესების დამტკიცება 2014 წლის 1 აპრილამდე მთავრობის დადგენილებით უნდა მოხდეს.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ და ჩამოყალიბებულ იქნა შემდეგი საკითხები: საჯარო სამსახურის ბიუროს უფრო მეტად აქტიური როლი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პროცესში, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პროცედურების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კონკურსში და ატესტაციაში მონაწილე აპლიკანტების უფლების დაცვის საშუალებების განსაზღვრა, საჯარო უწყებების უზრუნველყოფა მოქნილი და ეფექტური კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესებით, საქართველოს მთავრობის ინფორმირება საჯარო უწყებებში ჩატარებული კონკურსებისა და ატესტაციების კანონთან შესაბამისობისა და შედეგების შესახებ.
აღნიშნული შინაარსის ცვლილებების მიზანია საზოგადოების ნდობის ამაღლება კონკურსების მიმართ, საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმისთვის ნიადაგის მომზადება და ატესტაციის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მისამართი: | |
ადგილმდებარეობა: | |
ორგანიზატორები: | |
დაწყების თარიღი: | 14.03.2014 00:00:00 |
დასრულების თარიღი: | 14.03.2014 00:00:00 |