Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა
17 სექტემბერი

ადამიანური რესურსების მართვის ფორუმი

icon დაემატა 23 აპრ 2019

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, სასტუმროში "ჰუალინგი" გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის მორიგი ფორუმი.

ფორუმი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის ხელშეწყობასა და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარებას ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებთან პერიოდული შეხვედრების, დისკუსიების და გამოცდილების გაზიარების გზით.

შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნები შეფასებასთან დაკავშირებით და მოხდა პროექტის "სწავლა კეთებით" პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისთვის.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 17.09.2017 00:00:00
დასრულების თარიღი: 17.09.2017 00:00:00

გამოგადგათ ინფორმაცია