Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგი თემაზე „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია“

icon 09 ნოე 2020

5-6 ნოემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა დისტანციურად თემაზე - „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია“. ტრენინგს უძღვებოდა ლიეტუვას თანაბარი შესაძლებლობების ომბუდსმენის ოფისის მთავარი მრჩეველი - ვილმა გაბრიელიუტე.  

ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროსა და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის, საჯარო სამსახურში გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე პირები. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გენდერული სტერეოტიპების, სექსუალური შევიწროების ფორმების და მისი პრევენციის მექანიზმების შესახებ. ტრენერმა მონაწილეებს გააცნო ლიეტუვას პრაქტიკა საჯარო სამსახურში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით. მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიისა და პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვის ფორმატში, ემსჯელათ სხვადასხვა შემთხვევებსა და  სამუშაო ადგილზე საჯარო მოხელის ქცევის საკითხებზე.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია