Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 19 აპრ 2016

2016 წლის 16-17 აპრილს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 32 საჯარო მოსამსახურე.

 

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ყველა ცენტრალური საჯარო დაწესებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სულ მცირე ორი თანამშრომლის დატრენინგებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

 

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ dbb Academy-ს სერტიფიკატები.

 

ტრენინგი ჩატარდა NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია