Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 19 ოქტ 2015

2015 წლის 17-18 ოქტომბერს, თბილისში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გერმანიიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში. შედეგად, დასრულდა ტრენინგების ციკლი აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის. გადამზადდა 150 მოხელე, რომელთაც dbb Academy-ის სახელით გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშული ტრენინგები ტარდება ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლების გადამზადებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

ტრენინგების ციკლი ჩატარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტისა (რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ ფინანსური მხარდაჭერით) და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია