ტრენინგი ეთიკასა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში
2015 წლის 19-22 სექტემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, dbb Academy-ს ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ორი ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის.
აღნიშული ტრენინგი ჩატარდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ყველა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა დატრენინგებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.
ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ dbb Academy-ს სერტიფიკატები.
აღნიშნული ტრენინგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის, რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ ფინანსური მხარდაჭერით და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.