Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგები ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 10 ნოე 2015

2015 წლის 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ქობულეთში ჩატარდა ტრენინგები დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გერმანიიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტების მიერ გადამზადებული და სერტიფიცირებული ტრენერების მიერ. კერძოდ, პარალელურ რეჟიმში ჩატარდა რვა ორდღიანი ტრენინგი და გადამზადდა 150 საჯარო მოხელე.

შედეგად, დასრულდა ტრენინგების ციკლი, რომელთა ჩატარების ვალდებულება ბიუროს ნაკისრი ჰქონდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში. ვალდებულება ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლების გადამზადებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, ბიურო მომავალ წელსაც გეგმავს აღნიშნული ტიპის ტრენინგების ჩატარებას. ამჯერად, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, ტრენინგები ჩატარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისთვისაც.

ტრენინგები ჩატარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტისა (რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ ფინანსური მხარდაჭერით) და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია