Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

საჯარო სამსახურის ბიურომ გაეროს პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა

icon 20 ივნ 2013

საჯარო სამსახურის ბიუროს “თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულმა სისტემამ” გაიმარჯვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საჯარო სამსახურის პრესტიჟულ კონკურსზე ნომინაციაში: “კორუფციის პრევენცია და დამარცხება საჯარო სამსახურში”.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო დაწესებულებები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შეჯიბრის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ინოვაციური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ ერთ-ერთი შემდეგი მიზნის მიღწევას საჯარო სამსახურში: 1) კორუფციის პრევენცია და დამარცხება; 2) საჯარო მმართველობის გაუმჯობესება; 3) მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 4) ელექტრონული მმართველობის განვითარება; 5) გენდერული თანასწორობის დაცვა. უფრო მეტი: www.unpan.org/unpsa

შეგახსენებთ, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული სისტემა საქართველოში მოქმედებს 2010 წლიდან და ის მაქსიმალურად ამარტივებს მოქალაქეთათვის და ინტერეს ჯგუფებისთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლის ონლაინ ხელმისაწვდომობას (www.declaration.gov.ge).

ამასთან, გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს ამ კონკურსში ჩვენი პროექტის ნომინაციისთვის. ამა წლის 27 ივნისს ბაჰრეინის სამეფოს დედაქალაქ მანამაში გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი.

კიდევ ერთხელ, ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას, რაც მთელი მსოფლიოსთვის კვალავაც ადასტურებს უკანასკნელ წლებში ქართული სახელმწიფოს წარმატებულ მაგალითს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამოგადგათ ინფორმაცია