Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარაციების მონიტორინგი

ევროპის საბჭოს ექსპერტების ტრენინგი ბიუროს თანამშრომლებისთვის

icon 05 ივნ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ტრენინგ პროგრამაში, თემაზე „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ეფექტიანი მონიტორინგი და ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია“. ტრენინგი ბიუროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კონკრეტული მაგალითების საშუალებით გაეცნენ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას და ასევე გაუზიარეს თავისი გამოცდილება უცხოელ პარტნიორებს.

ღონისძიებას ჩეხეთიდან და ლატვიიდან მოწვეული ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებოდნენ და ის მიმდინარე პროგრამის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა თავის მხრივ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” გათვალისწინებით ჩატარდა, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

პერმანენტული ხასიათის მსგავსი ტრენინგები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში და შემდგომ ეტაპებზე სხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადებაში.

გამოგადგათ ინფორმაცია