Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

ირაკლი კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემების ეფექტურობის გაზრდა

icon 14 მაი 2013
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტამბულში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მესამე კონფერენციაზე - "თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემების ეფექტურობის გაზრდა".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის დეკლარირების სისტემების ინოვაციური პრაქტიკის გაზიარება. ირაკლი კოტეტიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მოქმედი დეკლარირების მოდელი გააცნო, როგორც ერთ–ერთი წარმატებული მაგალითი დღეს არსებულ ელექტრონულ დეკლარირების სისტემებს შორის.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსის ეფექტურად გამოყენება; ტექნოლოგიების გამოყენება დეკლარირების სისტემების ისეთ სფეროებში როგორიცაა ინფორმაციის წარმოდგენა, მონაცემების საჯაროობა, მათი მენეჯმენტი, გადამოწმება და ა.შ. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ფინანსური დეკლარირების სისტემის რეფორმების ტენდენციები და გლობალური პერსპექტივები.
კონფერენციის მიზანს ასევე წარმოადგენდა მონაწილეებსა და ექსპერტებს შორის კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათ შორის ეფექტურ თანამშრომლობას.

ფაილები
პრეზენტაცია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან დაკავშირებით.
გამოგადგათ ინფორმაცია