Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ ჩაბარებას და მათ საჯაროობას. 2010 წლის 1 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიურომ საფუძველი ჩაუყარა ელექტრონულ სისტემას, რომელმაც სრულიად ჩაანაცვლა ქაღალდზე შევსებული დეკლარაციები.

ონლაინ სისტემაზე გადასვლამ საგრძნობლად გააუმჯობესა და გაამარტივა დეკლარაციების შევსება და ჩაბარება თანამდებობის პირთათვის. თანამდებობის პირები ავტორიზაციას გადიან ვებ–გვერდზე www.declaration.gov.ge ჩვენს მიერ მიწოდებული პაროლით, მომხმარებლის სახელით. დეკლარაცია ჩაბარებიდან 48 საათში ხელმისაწვდომი ხდება ონლაინ ნებისმიერი მსურველისათვის. ჩვენი ვებ–გვერდის მომხმარებლები არიან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე - მედია–საშუალებები.