Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

სემინარი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების გამჭვირვალობისა და საჯარო სექტორის მონაცემთა ხელმისაწვდომობის შესახებ

icon 29 მარ 2012
ქ. თბილისში, სასტუმრო Holiday Inn–ში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის – „დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“, „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის” პანელის ფარგლებში, გაიმართა სემინარი, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების გამჭვირვალობისა და საჯარო სექტორის მონაცემთა ხელმისაწვდომობის შესახებ.

აღნიშნულ ღონისძიებაში წამყვანი როლი წილად ხვდათ საქართველოს და ფინეთს, რომლებმაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენ წევრ ქვეყნებს, სემინარის საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიურომ გააკეთა პრეზენტაცია, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, საქართველოს გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განიხილა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საკითხი. ამასთან, ფინეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა სემინარში მონაწილეებს გააცნეს ფინეთის გამოცდილება, საჯარო სექტორის მონაცემთა ხელმისაწვდომობის კუთხით.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ფინეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა.


„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ქვეყნების (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის) ერთობლივ ძალისხმევას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით.

გამოგადგათ ინფორმაცია