Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

საჯარო სამსახურის ბიუროს ახალი სერვისი - დეკლარაციების სისტემის მობილური ვერსია

icon 04 მარ 2014

საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ვებგვერდის მარტივად მოხმარება ახლა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

მოქალაქეს შეუძლია მობილური ტელეფონის საშუალებით, სწრაფად და მარტივად მოიძიოს და ჩამოტვირთოს მისთვის სასურველი ქონებრივი დეკლარაცია, ასევე, თანამდებობის პირს შეუძლია მობილური პლატფორმებიდან (iPhone, Android, სხვა) შეავსოს ან შეასწოროს თავისი დეკლარაცია. მობილური ვერსია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ვებგვერდის (www.declaration.gov.ge) ზუსტი ანალოგია და მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი მომსახურების მიღება, რაც ხელს უწყობს მის მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას.

უწყობს მის მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას. მობილური ვერსიის შექმნა საჯარო სამსახურის ბიურომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შეძლო.

საჯარო სამსახურში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა საჯარო სამსახურის ბიუროს პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, 2009 წლიდან ბიურო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით და საჯარო სამსახურის სფეროში ელექტრონული მმართველობის რამდენიმე წარმატებულ პროექტს ახორციელებს. საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას არსებული ელექტრონული მმართველობის სისტემების განვითარებისა და ახალი სერვისების შექმნის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია