Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

საჯარო სამსახურის ბიურომ ეთიკისა და ღირებულებების საკითხებზე საერთაშორისო მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

icon 08 მაი 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, საერთაშორისო მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, საჯარო სექტორში ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები იქნა განხილული. დისკუსიას მოდერატორობას საქართველოში GIZ-ის წარმომადგენელი და ბერლინის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის დირექტორი ვოლფგან შიროკი უწევდნენ.

ღონისძიების გახსნისას მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა GIZ-ს, როგორც პარტნიორ ორგანიზაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ თანამშრომლობაზე საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით. მისი განმარტებით, ეთიკისა და ღირებულებების საკითხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გამართვის ადგილად სწორედ საქართველო შეირჩა, რადგან ამ მხრივ ჩვენმა ქვეყანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მდიდარი გამოცდილება დააგროვა და საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

სიტყვით გამოსვლისას ვოლფგან შიროკმა ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები საჯარო სექტორში დასავლური სტანდარტების დამკვიდრების გზაზე და ხაზი გაუსვა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობას.

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ქვეყნების საჯარო სექტორებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.

მრგვალი მაგიდის გარშემო შემდგარი დისკუსია წინ უძღვის 3 დღიან ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე სტუმრებს გააცნობს საჯარო სამსახურის რეფორმის მიღწევებსა და შედეგებს. დასკვნით ეტაპზე კი საჯარო სამსახურის ბიურო უკრაინულ და მოლდოვურ მხარეებს გაუზიარებს საჯარო სამსახურში ეთიკის შესახებ ტრენინგის მოდელს, რომელიც სტუმრებს ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეთა გადამზადებაში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები