Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

თანამდებობის პირთა დეკლარაციები უკვე ხელმისაწვდომია CSV ფორმატში და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით

icon 25 იან 2023

საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად აგრძელებს მუშაობას თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიმართულებით.

2023 წლიდან დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული პროგრამული ცვლილების შედეგად, დაინტერესებულ პირთათვის, ბიუროს ვებ-გვერდზე - www.declaration.gov.ge განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციები, გარდა PDF ფორმატისა, ხელმისაწვდომია CSV ფორმატში და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით.  

გამოგადგათ ინფორმაცია