Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია

icon 23 აპრ 2010

საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების ახალი ელეტრონული სისტემის მუშაობის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული სისტემა ამოქმედდა 2010 წლის 1 თებერვალს, რის შემდეგაც დეკლარაციების წარდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად.

აღნიშნული სისტემის ამოქმედება ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი რეალური ნაბიჯია საქართველოში. დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ თანამდებობის პირებს გაუმარტივა დეკლარაციების შევსების პროცედურა, მათ აღარ უწევთ საჯარო სამსახურის ბიუროში მოსვლა და დეკლარაციის ხელით შევსება. ელექტრონული დეკლარირების უპირატესობა მდგომარეობს ასევე იმაში რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შევიდეს ვებ გვერდზე www.declaration.gе ან www.declaration.gov.ge და ჩამოტვირთოს მათთვის საინტერესო თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას უზრუველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ამ სისტემით უკვე 500-ზე მეტმა თანამდებობის პირმა ისარგებლა.

გამოგადგათ ინფორმაცია