Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარაციების მონიტორინგი

დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული, 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელ დეკლარანტთა ჩამონათვალი

icon 18 იან 2019

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2019 წლის 11 იანვარს შეირჩა 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციები, რომელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 302 დეკლარაცია. ზემოთ მითითებული დადგენილების შესაბამისად საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა აღნიშნული დეკლარაციების დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში ასახვა, რომლის დროსაც გამოვლინდა რამდენიმე დეკლარაციის სიიდან ამოღების საფუძველი და სისტემაში ასახულმა დეკლარაციების რაოდენობამ შეადგინა 297 დეკლარაცია. დეკლარაციების სიიდან ამოღების მიზეზი იყო შემდეგი:

 

1. პარლამენტის წევრი გრიგოლ მიქელაძე - სიაში ორჯერ იყო მოხსენიებული;

 

2. პარლამენტის წევრი მამუკა ნადირაძე - არ იძებნება და არ არსებობს;

 

3. მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე - აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა 2019 წლის 3 იანვარს შესაბამისად არც შერჩევის და არც ელექტრონულ სისტემაში დეკლარაციების დამატების მომენტისათვის მას დეკლარაცია არ აქვს შევსებული და შესაბამისად მისი ასახვა სისტემაში შეუძლებელია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე - იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წელს. შესაბამისად მისი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან გასულია ერთ წელზე მეტი ვადა;

 

5. ა(ა)იპ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მთავარი სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე - აღნიშნული თანამდებობის პირი არ ავსებს დეკლარაციას, ხოლო როგორც ყოფილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის დეკლარაციაც ვერ იქნება ელექტრონულ სისტემაში დამატებული, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან გასულია ერთ წელზე მეტი ვადა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში აისახა 297 დეკლარაცია.

 

  2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის სხდომის ოქმი #1
გამოგადგათ ინფორმაცია