Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

ანალიტიკური დეპარტამენტი

 

 

ირინა აღაპიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

 

 

განათლება:

2021 წელს მიენიჭა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
2009-2010 წლებში სწავლობდა ვენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე;
2008-2012 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე;
2004-2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე.


სამუშაო გამოცდილება:

2018 წლიდან დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად;
2022 წლიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2020 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში;
2015 წლიდან არის საჯარო სამსახურის ბიუროს და გაეროს განვითარების პროგრამის  ერთობლივი პროექტების მენეჯერი;
2016-2020 წლებში ეკავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტის აკადემიური თანამდებობა;
2015-2018 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროსი;
2014-2017 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;
2014-2017 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2014-2015 წლებში ეკავა საჯარო სამსხურის ბიუროს რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;
2013-2014 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკოსი;
2012-2019 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2014 წლიდან არის გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი და ტრენერთა ტრენერი - პროფესიული ეთიკა (2014), ზრდასრულთა სწავლების მეთოდები (2018); ლიდერობა და მენეჯმენტი (2018); სტრატეგიული კომუნიკაცია (2018) და ლიდერობა (2019);
2011-2013 წლებში ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;
2010 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით გაიარა სტაჟირება გაეროს კოსმოსური კომიტეტის იურიდიულ ქვეკომიტეტში.


ენები:

ინგლისური, რუსული.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:iaghapishvili@csb.gov.ge
ტელ:+995 32 2192727 (117)

გამოგადგათ ინფორმაცია