Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

ეკატერინე ქარდავა


დაბადების თარიღი:


1980 წლის 27 აპრილი, ქ. თბილისი

განათლება:

1997-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
2000 წელს სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე;
2003-2004 წლებში ბერლინის პარლამენტის სტიპენდიის ფარგლებში, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში;
2002-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი;
2005-2006 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში;
2005-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;
2006 წლის 28 თებერვლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;
2012 წლის 2 თებერვალს მიენიჭა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

2004-2005 წლებში იყო საქართველოს შსს-ს პოლიციის აკადემიის უფროსი მასწავლებელი;
2008-2013 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
2009 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ადმინისტრაციული და სამოხელეო სამართლის მიმართულებით;
2012 წლიდან დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ადმინისტრაციული და სამოხელეო სამართლის მიმართულებით;
2011 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი სამოხელეო სამართალსა და საჯარო მოხელეთა ეთიკაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
2013 წლის დეკემბერში დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსად.

სამეცნიერო შრომები:

„ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახეები გერმანულ სამართალში“, ჟურნალი „სამართალი“, N 3-4, 2004 წელი;
„ადმინისტრაციული ხელშეკრულების წარმოშობა გერმანულ სამართალში“, ჟურნალი „სამართალი“, N 7-8, 2004 წელი;
„ადმინისტრაციული ხელშეკრულების მნიშვნელობა“, “მოამბე”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წიგნი 171, 2, 2005 წელი;
„ადმინისტრაციული ხელშეკრულება (ქართულ-გერმანული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“ მონოგრაფიული ნაშრომი, 2006 წელი;
„ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქართულ ადმინისტრაციულ სამართალში“, „კაზუსი“, პოლონური ჟურნალი, 2006 წელი, გაზაფხული, # 39 (პოლონურ ენაზე);
“ადმინისტრაციული გარიგება და ადმინისტრაციული აქტი”, სამეცნიერო შრომათა კრებული, სიღნაღი, 2005;
“ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო” თანაავტორი, თბილისი, 2008;
“The Claim on Recognition”, South Caucasus Law Journal N 02/2011, Legal Protection against the Decisions of Administrative Bodies.

ენები:

გერმანული, რუსული, ინგლისური, იტალიური.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:ekardava@csb.gov.ge
ტელ:+995 32 2192727

გამოგადგათ ინფორმაცია